ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინა ევროპაა, ვინაიდან, ევროპა უკრაინელების გულებსა და ტვინებშია - მალე უკრაინაც იქნება ევროკავშირში

მალე უკრაინა ევროკავშირის შემადგენლობაში იქნება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სტრასბურგში ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უკრაინელი ერის ღრმა სურვილია.

“კონტრასტი [უკრაინაში არსებულ] ვითარებასთან სულ რაღაც 10 წლის წინ არ შეიძლება უფრო გასაოცარი იყოს. მაშინ პრორუსული რეჟიმი უკრაინაში ავტორიტარულ კანონებს იღებდა და მომიტინგეებს ქუჩებში კლავდა. დღეს ქვეყანა ახალ კანონმდებლობას იღებს, რომელიც ეროვნული უმცირესობების უფლებებს აფართოებს, სასამართლო სისტემას აუმჯობესებს და ხელისუფლების შეკავებისა და გაწონასწორების სისტემას უზრუნველყოფს. სწორედ ამან მიგვიყვანა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნასთან. და ეს პროცესი არა მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ამას ევროპა ითხოვს. ეს უკრაინელი ერის ღრმა სურვილია. უკრაინა ევროპაა, ვინაიდან ევროპა უკრაინელების გულებსა და ტვინებშია. და მალე უკრაინაც იქნება ჩვენს კავშირში”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს