ირაკლი ქარსელაძე - 171 სკოლიდან 142 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულებულია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ქარსელაძემ, პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სამინისტროს მიერ საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მართალია, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება ძირითადად განათლების სამინისტროს საქმიანობის მიმართულებაა, თუმცა, მნიშვნელოვანია სამინისტროს ჩართულობა ამგვარი ინფრასტრუქტურის განვითარებაშიც.

„2 023 წელს დაიწყო ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც მოიცავს, ჯამში, 885 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია-მშენებლობას. პროგრამის პირველ ეტაპზე დაგეგმილია 245 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია, საიდანაც ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია 226 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე. დანარჩენ ბაღებთან მიმართებით, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები“,-განაცხადა მან.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, ასევე, მიმდინარეობს სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის არაერთი პროექტი. 171 სკოლიდან დასრულებულია 142 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ამასთანავე, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს 37 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას. მინისტრობის კანდიდატმა, ასევე, ისაუბრა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გაწეულ სამუშაოებზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, დასრულდა და უკვე ფუნქციუნირებს ქუთაისის ოლიმპიური აუზი, დასრულების ეტაპზეა რუსთავის სპორტული კომპლექსისა და სრულდება მარნეულის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა. ასევე, გრძელდება სამუშაოები ახალციხის და ზუგდიდის სპორტული კომპლექსების მშენებლობისთვის, მაღალი ტემპით მიმდინარეობს ბოლნისის, არხილოსკალოს და წნორის სპორტკომპლექსების მშენებლობა.

,,მნიშვნელოვანი იყო 2022 წელს დაწყებული 11 სტადიონის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი, რომლის წარმატებით განხორციელებამ შესაძლებლობა მოგვცა 2023 ღირსეულად გვემასპინძლა საქართველოში უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატისთვის. ამ მიმართულებით, ვაგრძელებთ პროექტებს და 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის, ვიწყებთ თბილისში ყინულის სასახლისა და ბაკურიანში ბიატლონისა და სათხილამურო (ქროს-ქანთრის) ინფრასტრუქტურის მშენებლობას“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება