ოთარ შამუგია - ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების და ევროკომისიის რეკომენდაციების  შესრულებაზე მუშაობას

ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას,-ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

„გასული წელი საქართველოსთვის ისტორიული იყო - ქვეყანას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას. მიმდინარეობს ინსტიტუციური ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის ევროპული მართვის სისტემის დანერგვას. საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტთან თანამშრომლობით, შემუშავდა „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის მიღებაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საკანონმდებლო დაახლოების გზაზე. საქართველო წარმატებით აახლოებს ეროვნულ კანონმდებლობას ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან ვეტერინარიის, ფიტოსანიტარიისა და სურსათის უვნებლობის მიმართულებით. დღეის მდგომარეობით, ევროკავშირის 200 სამართლებრივი აქტიდან, კანონმდებლობა უკვე დაახლოებულია 133 სამართლებრივ აქტთან და პროცესი გეგმის მიხედვით გრძელდება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე