გია ვოლსკი - „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნის ფაქტორი კომიკურ სახეს იღებს, უნდათ ცალ-ცალკე პლატფორმები შექმნან და ხალხი დაარწმუნონ:  „ქურქუმალი რომ ხელმძღვანელობს პარტიას, ის არ ვარგა, სამაგიეროდ, გვყავს გვარამია, გახარია, "ლელო”

„ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნის ფაქტორი კომიკურ სახეს იღებს. წარმოიდგინეთ, რამხელა საფრთხე შეუქმნა [გახარიამ] ქვეყანას და რისთვის? - იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობის“ იდეა ამ რევოლუციური პროცესის განვითარებისთვის ყოფილიყო რეალიზებული. არ გამოვიდა. ახლა რა ქნან? უნდა გაემიჯნონ ერთმანეთს, ცალ-ცალკე პლატფორმები შექმნან და ხალხი დაარწმუნონ: იმაში, რომ „ქურქუმალი რომ ხელმძღვანელობს პარტიას, ის არ ვარგა, მაგრამ სამაგიეროდ, გვყავს გვარამია, გახარია, "ლელო", რომელმაც ეს გადაუწყვეტელი ხალხი უნდა მოიზიდოს“ , - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„გახარიამ "ქართული ოცნებით" უკმაყოფილო ან შეცდომაში შეყვანილი ადამიანები უნდა მოიზიდოს, გვარამიამ უნდა მოიზიდოს ადამიანები, რომლებიც "ნაცმოძრაობის" ამომრჩევლები აღარ არიან, რადგან ამ უინტელექტობის ხარისხს ხედავენ. მელიამ ვერ შეძლო ამის გაკეთება და ყველაფერს აგვირგვინებს თავისი გამოსვლით დღეს სალომე ზურაბიშვილი - განცხადებას აკეთებს, რომ უნდა შეიქმნას ერთიანი პლატფორმა“, - აღნიშნავს ვოლსკი.

ვოლსკიმ, ასევე, პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ ახალი პლატფორმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „პლატფორმების შექმნაზე, გაერთიანებებზე დიდი ხანია ვსაუბრობთ, თუმცა დღეს, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შემდეგ ეს აშკარა გახდა“.

„უპირველეს ყოვლისა სცენარი ითვალისწინებს, რომ ლიდერებმა ბოლო მომენტში განაცხადონ, რომ გვაქვს მნიშვნელოვანი განსხვავებები ერთმანეთისგან, პიროვნული შეუთავსებლობა, მაგრამ სამშობლოსთვის ჩვენ უნდა შევქმნათ ერთობა, ერთიანი პლატფორმა ევროპისთვის და აქ ყველა უნდა გავერთიანდეთ და ამით რასაკვირველია გარკვეული პიარული ქულებიც ჩაიწერონ დასავლეთის მიმართ. ზოგადად მიმდინარეობს დასავლეთის, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და საერთაშორისო ფორუმების ყურადღების მიპყრობის და შეიძლება მხარდაჭერის მცდელობები. პლატფორმების შექმნაზე, გაერთიანებებზე დიდი ხანია ვსაუბრობთ, თუმცა დღეს, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შემდეგ ეს აშკარა გახდა და გარდაუვალი, ვინაიდან სხვა გამოსავალსაც ვერ ხედავენ. დისკრედიტაციის ხარისხიც საკმაოდ მაღალია მათი წარსულის და აწმყოსი“ , - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება