პაატა მანჯგალაძე - შაჰ-აბასზე მეტი ადამიანი „ქართულმა ოცნებამ“ გადაასახლა - თუ ასეთი პროგრესია, მაშინ, რატომ დატოვა თქვენი ხელისუფლებაში ყოფნისას 256 000-მა ადამიანმა საქართველო?

მთავრობას რატომ არ უჭერთ მხარსო და შაჰ აბასზე მეტი ადამიანი „ქართულმა ოცნებამ“ გადაასახლა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

პაატა მანჯგალაძის თქმით, გაუგებარია, რატომ ტოვებს ქვეყანას ამდენი ადამიანი, როდესაც ხელისუფლება პროგრესზე და ქვეყნის განვითარებაზე საუბრობს.

„27 000 სტუდენტი ისევ სტატუსშეჩერებულია, იმიტომ, რომ სიღარიბეა ქვეყანაში. ასევე, 400 000 პენსიონერს ევროპაში ყველაზე მაღალი სესხის პროცენტი აქვს. ეს მოცემულობაა, ეს რეალობაა.

რა ციფრებსაც თქვენ ამბობთ, თუ ასეთი პროგრესია, მაშინ რატომ დატოვა თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს 256 000-მა ადამიანმა საქართველო. საუბარია უარყოფით სალდოზე, წასულებსა და შემოსულებს შორის სხვაობაზე. რატომ ხდება ეს?“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე