ოთარ შამუგია - გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს

გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ განაცხადა.

გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე შამუგიამ აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დარგობრივი განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს სამინისტროსთვის და აქტიურად ვმუშაობთ შესაბამისი პროფესიებით ახალგაზრდების დაინტერესებისთვის. ვახორციელებთ „მწვანე და აგროსტიპენდიების“ პროგრამას, რომელიც დავნერგეთ დეფიციტური გარემოსდაცვითი და აგრარული პროფესიების ხელშეწყობის მიზნით და უკვე გვყავს ჯამში 100-მდე წარჩინებული სტუდენტი, რომლებსაც 1500-ლარამდე სტიპენდიები გადაეცა. წარჩინებულ სტუდენტებს ვიწვევთ სტაჟირებაზე სამინისტროს სისტემაში, რათა გაიღრმაონ ცოდნა და მივცეთ დასაქმების შესაძლებლობა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე