ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაური - რუსეთი ჯერ არ არის მზად ნატოსთან სამხედრო კონფლიქტისთვის, მაგრამ ერთი ან ორი წლის შემდეგ შეიძლება რაიმე საშინელება ჩაიდინონ

რუსეთი ჯერ არ არის მზად ნატოსთან სამხედრო კონფლიქტისთვის, მაგრამ ერთ-ორ წელიწადში შეიძლება რაიმე საშინელება ჩაიდინონ. ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაურმა მარტინ ჰერემმა Bloomberg-თან საუბარში განაცხადა.

“რუსეთი ჯერ არ არის მზად ნატოსთან სამხედრო კონფლიქტისთვის. ეს არ მოხდება დღეს ან ხვალ. მაგრამ თუნდაც ერთი ან ორი წლის შემდეგ მათ შეიძლება ჩვენს მიმართ რაიმე საშინელება ჩაიდინონ”, - განაცხადა ჰერემმა.

მისი თქმით, აუცილებლი არ არის ეს ფართომასშტაბიანი აგრესია იყოს.

“მათთვის აუცილებელი არაა ბერლინზე, ვარშავაზე, ან თუნდაც ტალინზე წავიდნენ. ამას შეიძლება მცირე სამხედრო აგრესიის ფორმა ჰქონდეს”, - განაცხადა ჰერემმა.

ცნობისთვის, 2022 წლის ზაფხულში სამხედრო წვრთნების დროს რუსეთი ესტონურ ქალაქებზე დარტყმების სიმულაციას ახდენდა. ჰერემმა რუსეთის მსგავსი ქმედებები “ბანდიტის ქმედებებს” შეადარა, რომელიც საბაბის შექმნას ცდილობს.

“იარაღს გვიმიზნებენ, ყველა მონაცემი შეყავთ, მაგრამ სასხლეტზე არ აჭერენ”, - განაცხადა ჰერემმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია