ლევან ხაბეიშვილი - მზად ვართ, ნებისმიერი კონსულტაციისთვის, პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება აბსოლუტურად მისაღებია - მხარს დავუჭერთ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტია ნებისმიერი კონსულტაციისთვის მზად არის.

მან ჟურნალისტებთან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველანაირად დაუჭერს მხარს მსგავს პროცესს.

„ერთობა, ეროვნული ინტერესები, ეს ის სიტყვებია და შინაარსია, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელმძღვანელობს. შესაბამისად, ცხადია, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი კონსულტაციისთვის, რომელიც ჩვენს ხალხს გამოადგება და კეთილდღეობას მოუტანს. ამიტომ, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია არა ჩვენი პირადი დამოკიდებულებები, არამედ ხალხის ინტერესები, რომ ჩვენი მოქალაქეები არ გარბოდნენ ქვეყნიდან, ქვეყანაში იყოს ღირსეული სამუშაო ადგილები, ადამიანებს ჰქონდეთ ისეთი სამსახური, სადაც გამოიმუშავებენ არა 100, 200, 300 და 500 ლარს თვეში, არამედ იმდენს, რომ ეყოთ საკუთარი ოჯახების გამოსაკვებად, ეყოთ კეთილდღეობისთვის, იმისთვის, რომ ბედნიერები და ლაღები იყვნენ. შესაბამისად, ჩვენ ამ შინაარსიდან ამოვდივართ და მზად ვართ, ნებისმიერი კონსულტაციისთვის, მათ შორის დღეს ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება. აბსოლუტურად მისაღებია. ჩვენ ნორმალურად მიგვაჩნია, თუ ასეთი პროცესი იქნება. ყველანაირად დავუჭერთ მხარს მსგავს პროცესს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება ერთობა, რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მზად არის ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში პასუხისმგებლობა აიღოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოაყალიბებს. „ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი - გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია - „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში