ჯო ბაიდენი - „ჰამასის“  პასუხი ცოტა ნამეტანია - მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება

„ჰამასის" პასუხი “ცოტა ნამეტანია”, მაგრამ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები გრძელდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენმა დაადასტურა, რომ „ჰამასმა“ მძევლების გათავისუფლების შესახებ შემოთავაზებულ ჩარჩოზე პასუხი გასცა, და აღნიშნა, რომ ამ მხრივ “რაღაც მოძრაობა” ყოფილა.

“პასუხი იყო მეორე მხარისგან, „ჰამასისგან“, მაგრამ ცოტა ნამეტანი ჩანს. ახლა მოლაპარაკებები გრძელდება”, - განაცხადა ბაიდენმა.

გამოსვლის დროს ბაიდენმა რესპუბლიკელი კონგრესის წევრები გააკრიტიკა ორპარტიული ფინანსური პაკეტის მიღებაზე უარის თქმისთვის.

აშშ-ის პრეზიდენტმა განმარტა, რომ აღნიშნული პაკეტი “ასევე აძლევს ისრაელს იმას, რაც საკუთარი ხალხის დასაცავად და საკუთარი თავის „ჰამასის“ ტერორისტებისგან დასაცავად სჭირდება და ის პალესტინელ ხალხს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას მიაწვდის”.

“ამ კანონპროექტთან დაპირისპირებით ისინი [რესპუბლიკელი კონგრესის წევრები] უარს ამბობენ დახმარებაზე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ნამდვილად იტანჯებიან და სასწრაფოდ საჭიროებენ დახმარებას”, - განაცხადა ბაიდენმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე