ჯო ბაიდენი - მივმართავ რესპუბლიკელებს: ისტორია თვალს გადევნებთ - ამ ბრძოლაში ფსონები უკრაინის საზღვრებს სცდება

ტრამპის გამო სენატში შესაძლოა შეთანხმება ჩავარდეს, რომელიც უკრაინისთვის თანხებს მოიცავს.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენმა აშშ-ის კონგრესს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს კომპრომისული კანონპროექტი, რომელიც საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას და უკრაინის დასახმარებლად დამატებით დაფინანსებას მოიცავს.

აშშ-ის პრეზიდენტმა რესპუბლიკელი კონგრესის წევრები დაადანაშაულა იმაში, რომ დონალდ ტრამპის სურვილებს აყვნენ და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდნენ, რომელსაც აქამდე დაჟინებით მოითხოვდნენ.

“ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ეს კანონპროექტი სენატის განხილვაზე არც იქნება გატანილი. რატომ? მარტივი მიზეზის გამო: დონალდ ტრამპი”, - განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, ტრამპს მიგრაციის საკითხის იარაღად გამოყენება სურს თავის საპრეზიდენტო კომპანიაში, და აშშ-მექსიკის საზღვარზე პრობლემის რეალურად მოგვარებაში არ არის დაინტერესებული.

ბაიდენმა რესპუბლიკელ კონგრესის წევრებს მოუწოდა კომპრომისს დათანხმდნენ და გამოეცალონ “მეწვრილმანე პოლიტიკას”.

მან ასევე აღნიშნა უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების მნიშვნელობა, რომელიც ასევე გათვალისწინებულია კანონპროექტში.

"ამ კანონპროექტის მხარდაჭერა პუტინისთვის წინააღმდეგობის გაწევაა. ხოლო მასთან [კანონპროექტთან] დაპირისპირება - პუტინის სასარგებლოდ თამაშია. როგორც უკვე ვთქვი, ამ ბრძოლაში ფსონები უკრაინის საზღვრებს სცდება. უკრაინაზე ბატონობისა და კონტროლის პუტინის წყურვილს თუ არ გავაჩერებთ, ის საკუთარ თავს მხოლოდ უკრაინით არ შეიზღუდავს… მივმართავს რესპუბლიკელებს, რომლებიც თვლიან, რომ შეუძლიათ უკრაინისთვის დახმარებას არ დაუჭირონ მხარი და პასუხისმგებლობას გაექცნენ: ისტორია თვალს გადევნებთ. ამ გადამწყვეტ მომენტში უკრაინის დახმარების წარუმატებლობა არასდროს არ იქნება დავიწყებული”, - განაცხადა ბაიდენმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია