უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული

რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიისკენ რაკეტები გაუშვეს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხერსონსა და მიკოლაივში აფეთქებების ხმები ისმოდა. მოგვიანებით, უკრაინის საჰაერო ძალებში განმარტეს, რომ რუსებმა ხარკოვს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსებმა მიკოლაივისა და ხერსონის მიმართულებით X-22 ტიპის რაკეტები გაუშვეს. რაკეტები დაფიქსირდა სუმისა და პოლტავის ოლქებშიც.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს