ნევადის შტატში „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო პრაიმერიზში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა

ნევადის შტატში „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო პრაიმერიზში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Associated Press-ი ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხმების 89% მიიღო, ამომრჩეველთა 6%-მა „არცერთი ამ კანდიდატებიდან“-ს მისცა ხმა, რამაც მეორე ადგილი დაიკავა. მესამე ადგილზე ხმების 3%-ით მარიან უილიამსონი გავიდა.

ჯო ბაიდენმა გასულ შაბათს სამხრეთ კაროლინას პრაიმერიზშიც გაიმარჯვა, სადაც მან ხმების 96% მიიღო.

ნევადის შტატის „რესპუბლიკური პარტიის“ სიმბოლურ საპრეზიდენტო პრაიმერიზში „არცერთი ამ კანდიდატებიდან“-მა გაიმარჯვა. პრაიმერიზში ერთადერთი კანდიდატი ნიკი ჰეილი იყო, მას შემდეგ რაც ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნევადის შტატის პრაიმერიზში მონაწილეობისგან თავი შეიკავა და ხუთშაბათს გასამართ „რესპუბლიკური პარტიის“ შიდაპარტიულ კენჭისყრაში ე.წ. „კოკუსში“ მიიღებს მონაწილეობას.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს