პრეზიდენტი „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ შეხვედრაზე ოპოზიციის გარდა  „ქართულ ოცნებასაც“ იწვევს

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის” ოპოზიციის გარდა მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებასაც“ იწვევს.

აღნიშნულის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას შეხვედრაზე „ქართული ოცნებაც“ არის, თუ არა მოწვეული.

„გუშინდელი სიტყვა ხომ მოისმინეთ? ყველას ეხება, ვისაც ინტერესი აქვს”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გარდა ამ კითხვისა, პრეზიდენტს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, როგორ გაიგო მიხეილ სააკაშვილის გზავნილი პარლამენტში მის გამოსვლასთან დაკავშირებით, თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნულ შეკითხვას არ უპასუხა.

შეხვედრაზე ოპოზიციიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ამ ეტაპზე, პარტია „ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მივიდნენ.

რაც შეეხება სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ეკა ბესელიამ განუცხადა, საკითხზე „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ საუბარი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილთან და დაუდასტურა, რომ პროცესში აქტიურად ჩაერთვება.

ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება ერთობა, რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მზად არის ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში პასუხისმგებლობა აიღოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას.

„ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი - გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია - „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო