ილია დარჩიაშვილი - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენი ქვეყნის დიდი და დამსახურებული გამარჯვებაა - შემდეგი მიზანი გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებაა

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენი ქვეყნის დიდი და დამსახურებული გამარჯვებაა. ხელისუფლება მზად არის და მობილიზებულია იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უფრო მეტ პროგრესს მიაღწიოს. ჩვენი შემდეგი მიზანი გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებაა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ილია დარჩიაშვილმა, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, სადაც ვრცლად ისაუბრა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, კანდიდატის სტატუსით მიღწეულ წარმატებასა და სამომავლო გეგმებზე.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევა მიმართული იქნება კანდიდატის სტატუსით მიღებული შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებისკენ, სტატუსით საქართველომ გადაინაცვლა ევროკავშირის გაფართოების პაკეტში და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა, საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობის ინსტიტუციური მექანიზმის განახლებასა და გაძლიერებაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გაწევრიანების გზაზე შემდგომი პროგრესის მიღწევისთვის მან ასევე ხაზი გაუსვა სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის წარმატებულ პროცესს და ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების გაგრძელებას.

მისი თქმით, მიღწეული შედეგების კვალდაკვალ, საქართველო ახალ ამბიციურ გეგმებსაც ისახავს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, კერძოდ, შეუცვლელ პრიორიტეტად რჩება საქართველოსა და ევროკავშირს შორის შავ ზღვაზე დაკავშირებადობის ზრდა, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული სტრატეგიული პროექტების განხორციელების გზით. ასევე გაგრძელდება ევროკავშირთან ეტაპობრივი დაახლოება და, ამ მხრივ, პრიორიტეტი ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციას მიენიჭება.

მისი განცხადებით, მოსახლეობაში ევროკავშირში წევრობის მხარდაჭერის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნების მიზნით და საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებულების უზრუნველყოფისთვის კვლავ პრიორიტეტული იქნება სტრატეგიული კომუნიკაციების წარმოება და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამტკიცდა მთავრობის 2024-2027 წლების საკომუნიკაციო სტრატეგია, რომლის ერთ-ერთ კომპონენტს სწორედ დეზინფორმაციასთან ბრძოლა წარმოადგენს. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგეგმა და ახორციელებს კონკრეტულ გეგმას ევროპული ფასეულობებისა და ქვეყნის ევროკავშირის წევრობის სარგებლის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით.

ილია დარჩიაშვილმა ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს პროგრესზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველოს ამ კუთხითაც ხელშესახები შედეგები აქვს. კერძოდ, 2022 წლის მადრიდის სამიტზე დამტკიცდა ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა პაკეტი. 2023 წლის ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში კვლავ დადასტურდა მოკავშირეთა ურყევი მხარდაჭერა საქართველოსა და მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში