საფრანგეთის პრემიერმა ეროვნულ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას ულტრამემარჯვენეების პოპულარობის ფონზე ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის რისკის შესახებ ისაუბრა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას ულტრამემარჯვენეების პოპულარობის ფონზე ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის რისკის შესახებ ისაუბრა.

„ვინ იყვნენ „ბრექსიტის“ პირველი მხარდამჭერები? ვინ აჩვენა „ბრექსიტის“ ლიდერის მიმართ ღია მხარდაჭერა? „ეროვნულმა გაერთიანებამ“!“ - განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა.

„ჩვენ ევროკავშირიდან გასვლას მხარს ვერ დავუჭერთ, თუ ვინმეს სხვა ინტერესები აქვს და თუ ვინმე სხვა ქვეყანასა და ხელისუფლებას ემსახურება“, - აღნიშნა გაბრიელ ატალმა.

შეგახსენებთ, განათლების ყოფილი მინისტრი გაბრიელ ატალი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად იანვრის დასაწყისში დაინიშნა. იგი საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერია.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს