ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“ ინიციატივით გამოდის, რომ ახალგაზრდებზე ქიმიური ექსპერიმენტების ჩატარება დასრულდეს და ამისთვის, პარტია სამსაფეხურიან გეგმას წარმოადგენს.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია, აქტიურად ვხედავთ, რომ უამრავი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა კლუბურმა ნარკოტიკებმა, რომლებიც გაურკვეველი გზებით, შემოწმების გარეშე ხვდება ბაზარზე და არ ხდება მათი კონტროლი. ამ ყველაფრის ის ფაქტიც ამძიმებს, რომ ქვეყანაში რუსების შემოდინებამ ამ მიმართულებითაც უმძიმესი და უკონტროლო მდგომარეობა შექმნა

მკაცრი კონტროლი გავრცელებაზე, შემოტანაზე, ტრანზიტზე და ნულოვანი ტოლერანტობა „ბარიგებს“.

აქტიური ურთიერთობა ყველა სხვა სატრანზიტო ქვეყნებთან, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ ნარკოპოლიტიკასთან ბრძოლაში მაგალითად, ჰოლანდია, გაერთიანებული არაბული საამიროები და იაპონია.

სახელმწიფოს მიერ ძალოვან სტრუქტურებში ამ მიმართულებით ფინანსების ჩადება და მკაცრი კონტროლის დაწესება საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო პორტებსა და აეროპორტებში.

ამ ეტაპზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ მკაცრი ზომები მიიღოს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით და მაქსიმალურად გაამკაცროს კლუბურ ნარკოტიკებზე კონტროლი, რათა კიდევ არ დავკარგოთ ახალგაზრდები“,- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია