ბექა ოდიშარია - სალომე ზურაბიშვილი იქცა იმ ხალხის ლიდერად და შტაბის ხელმძღვანელად, ვინც უშვერი სიტყვებით ლანძღავდა მას

სალომე ზურაბიშვილი იქცა იმ ხალხის ლიდერად და შტაბის ხელმძღვანელად, ვინც უშვერი სიტყვებით ლანძღავდა მას, არ აღიარებდა პრეზიდენტად, ვიდრე ყველას ხელი არ მოეცარა და ახლა ფიქრობენ, რომ მათი ძალა ერთობაშია - მათ არანაირი ძალა არ აქვთ და არც ერთობა გამოვა მათგან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული შეკრებით პრეზიდენტი ქართული საზოგადოების უმრავლესობის თვალში დევალვირდება.

„შეიკრიბებიან და საქართველოს პრეზიდენტი ქართული საზოგადოების უმრავლესობის თვალში აბსოლუტურად დევალვირდება. ვიზიარებ ჩვენი პარტიის ლიდერების შეფასებებს. ეს არის მორიგი ცდა, რომ ფსევდოშუაშისტური ძალა შეიქმნას. მათემატიკაში ორჯერ ორი არის ოთხი, მათ შემთხვევაში ორჯერ ორი ნულდება. ეს პარადოქსია, მაგრამ ასეა”,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ოდიშარიასთვის კითხვებს აჩენს საკითხი, რომ ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე მზადყოფნა მოწოდებიდან 5 წუთში გამოთქვა.

“რა თქმა უნდა, ეს მომავალ არჩევნებს უკავშირდება. იყო წამოცდენები - ზოგიერთი ადამიანი გამოვიდა და მთელი პარტიის სახელით განაცხადა, რომ მზად არიან, ჩაერთო ამ პროცესში. როგორ შეიძლება პარლამენტის ერთი წევრი მზად იყოს 5 წუთში ასეთ მნიშვნელოვან ინიციატივაზე გამოვიდეს და თქვას, რომ მზადაა და მთელი პარტიის სახელით საუბრობს. თითქოს გარკვეულ ძალებს შორის შეთანხმებას ჰგავს”,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ