გიორგი რუხაძე არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს გულისხმობდეს მის განცხადებაში, რომ „დაახლოებით ხვდება, ვინ იკვეთება პრეზიდენტობის კანდიდატად“

„სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელი გიორგი რუხაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეგულისხმა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს გულისხმობს, როდესაც ამბობს, რომ „დაახლოებით ხვდება, ვინ იკვეთება პრეზიდენტობის კანდიდატად“, რუხაძე პასუხობს, რომ გამორიცხული არაფერია და შესაძლოა, ასეც არის.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, თუ ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდება და ამ გაერთიანებაში პრეზიდენტი თავის როლს შეასრულებს, შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილი ისევ პრეზიდენტად დაასახელონ მეორე ვადით.

„სხვას მეც ვერავის ვფიქრობ. სავარაუდოდ, მან იგულისხმა სალომე ზურაბიშვილი. აქ მთავარი ამბავი რა არის - თუ ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდება და ამ გაერთიანებაში რაღაცნაირად პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას, თავის როლს შეასრულებს, შესაძლებელია, იგივე ოპოზიციურმა გაერთიანებამ პრეზიდენტი ისევ პრეზიდენტად დაასახელოს მეორე ვადით,“ - აღნიშნა რუხაძემ.

კითხვაზე, კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა თუ არა ოპოზიციის მხრიდან პრეზიდენტობის კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის დასახელება, რუხაძე აღნიშნავს, რომ მეორე ვადით პრეზიდენტობა „სხვანაირია“ და პრეზიდენტი ის წონა აღარ იქნება, რაც აქამდე იყო.

„სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, იქიდან გამომდინარე, რომ მეორე ვადით პრეზიდენტობა სხვანაირი პრეზიდენტობაა. ვიცით, რომ პრეზიდენტს პოპულარული წესით აღარ ვირჩევთ და პარლამენტი ირჩევს. შესაბამისად, პრეზიდენტს ის წონა აღარ ექნება, რაც აქამდე იყო. თუ ოპოზიცია არჩევნებს მოიგებს, პრეზიდენტი უნდა იყოს ოპოზიციის მხრიდან, თუ „ქართული ოცნება“ მოიგებს, თავისას დააყენებს ვიღაცას. სალომეს რომ არ დააყენებს, ზუსტად ვიცით,“ - აღნიშნა რუხაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ყველა დასავლურ ძალას შესთავაზა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ერთობლივ საპრეზიდენტო კანდიდატზე ჩამოყალიბდნენ“.

„მე დაახლოებით ვხვდები, თუ ვინ იკვეთება ასეთ კანდიდატად, მაგრამ სხვების აზრიც მაინტერესებს,“ - აღნიშნა სააკაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე