ილია დარჩიაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებს - მოგიწოდებთ, თავი დაანებოთ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას - თუ რეალურად გინდათ ნახოთ საქართველოს პროგრესი, წაიკითხეთ ევროკავშირის ანგარიში

ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინდივიდუალური გამოწვევები, სადღაც ვიღაც წინ არის, სადღაც ვიღაც უკან არის, თუმცა თუ რეალურად გინდათ ნახოთ საქართველოს პროგრესი, წაიკითხეთ ევროკავშირის ანგარიში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ილია დარჩიაშვილმა 3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რითაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის ანგარიშთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

მისივე თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის ანგარიშთან ევროკავშირს არანაირი კავშირი არ აქვს და თავად პლატფორმაც არ იღებს ანგარიშზე პასუხისმგებლობას, რადგან ექსპერტების შეფასებებს ეყრდნობა.

„მე არ მესმის, რატომ გიხარიათ ნებისმიერი მსგავსი ტიპის ნეგატიური ინფორმაცია. თუ თქვენ გინდათ, რომ გაიგოთ, ევროკავშირის რეალური შეფასებები ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გაზე, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ თავად ევროკავშირის ანგარიში. ზოგადად, მე არ ვემხრობი ქვეყნის ასე დეტალურ ერთმანეთთან შეფასებებს - ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინდივიდუალური გამოწვევები, სადღაც ვიღაცა წინ არის, სადღაც ვიღაც უკან არის, თუმცა თუ რეალურად გინდათ ნახოთ საქართველოს პროგრესი, წაიკითხეთ ევროკავშირის ანგარიში.

რაც შეეხება ინდექსს, რომელზეც თქვენ აპელირებთ - ამ ანგარიშს არანაირი კავშირი არ აქვს ევროკავშირთან. ევროკავშირის მხრიდანაც იყო ამის შეფასება და თვითონ პლატფორმაც კი არ იღებს ამ ანგარიშზე პასუხისმგებლობას რადგან ექსპერტების მიერ შექმნილი დოკუმენტი, რომელიც გამოხატავს შეფასებებს, თავად ექსპერტებს ეკუთვნის და ამ ინფორმაციის სიზუსტეზე ვერ იღებს თავად სამოქალაქო პლატფორმა პასუხისმგებლობას. შესაბამისად, მოგიწოდებთ, რომ თავი დაანებოთ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას,“ - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე