ილია დარჩიაშვილი - მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ ხმა მისცენ, საკონსულო აღრიცხვაზე აყვანის დადგენილი პროცედურა არსებობს - ჩემთვის გაუგებარია ეს პოლიტიკური სპეკულაციები

ბევრჯერ დაისვა კითხვები მოქალაქეების რეგისტრაციასთან და უბნებთან დაკავშირებით. ეს მგონია, რომ პოლიტიკური სპეკულაციაა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ილია დარჩიაშვილმა 3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ემიგრანტების მიერ ხმის მიცემასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, მას არ ჰგონია, რომ ამ სპეკულაციებით ოპოზიციის წარმომადგენლებმა „პოლიტიკური ქულები დაიწერონ“.

„ბევრჯერ დაისვა კითხვები მოქალაქეების რეგისტრაციასთან და უბნებთან დაკავშირებით. ეს მგონია, რომ პოლიტიკური სპეკულაციაა ჩვენი ოპონენტების მხრიდან. უბნები გაიხსნება კანონით დადგენილი წესით, იმ პროცედურის შესაბამისად, როგორც მანამდე ხდებოდა. შესაბამისად, აქ პოლიტიკური სპეკულაციების ადგილი არ არის. უბნები გაიხსნება კოორდინირებულად ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთად, კანონის დადგენილი ვადით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ ხმა მისცენ, ამისთვის საკონსულო აღრიცხვაზე აყვანის დადგენილი პროცედურა არსებობს. ჩვენ, თითოეული დიპლომატი, მაქსიმალურად და ინტენსიურად ვიმუშავებთ, რომ ისინი დადგნენ აღრიცხვაზე და გამოხატონ კონსტიტუციით მინიჭებული უფლება. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის გაუგებარია ეს პოლიტიკური სპეკულაციები. არა მგონია, რომ რაიმე პოლიტიკური ქულები მოიტანოს. ჩვენ კანონით დადგენილი წესით ვმოქმედებთ.

დისტანციური ხმის მიცემა საქართველოში რისკებთან არის დაკავშირებული. ამაზე ვისაუბრეთ და ასევე, მინდა, ჩვენს ოპონენტებს შევახსენო, რომ საქართველოში დისტანციურად ხმის მიცემა დაკავშირებულია რისკებთან, მითუმეტეს უზარმაზარ რისკებთან იქნება დაკავშირებული საზღვარგარეთ ამ რისკების გადაზღვევა და პრევენცია. შესაბამისად, არც აქ არის არანაირი ლოგიკა ვისაუბროთ საზღვარგარეთ, დისტანციურად ხმის მიცემის მნიშვნელობაზე და გადაწყვეტაზე“,- განაცხადა დარჩიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი