ილია დარჩიაშვილი ვაშაძეს - დაანებეთ, ბატონო გიორგი, რუსეთიდან გამოქცეულ კომპანიებს თავი

დაანებეთ, ბატონო გიორგი, რუსეთიდან გამოქცეულ კომპანიებს თავი, - ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ილია დარჩიაშვილმა რუსეთიდან გასულ კომპანიებზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატს კითხვას.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლებას სურს, რომ რომელიმე კომპანია საქართველოში შემოვიდეს, ამისთვის სათავო ოფისებში მიმდინარეობს მუშაობა.

„დაანებეთ, ბატონო გიორგი, რუსეთიდან გამოქცეულ კომპანიებს თავი. ჩვენ თუ გვინდა, რომელიმე კომპანია შემოვიდეს საქართველოში, ვმუშაობთ მათ სათავო ოფისებში და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ,“ - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

ცნობისთვის, ვაშაძემ დარჩიშვილს მიმართა კითხვით: „თქვენ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ჩაატარეთ თუ არა რაიმე სამუშაო? რა სამუშაო ჩაატარეთ, რომ რუსეთიდან გასული კომპანიებიდან ერთი მაინც შემოგვეყვანა საქართველოში? რა სამუშაო გასწიეთ იმისთვის, რომ კონკრეტული ინვესტიციები, რომელიც რუსეთიდან გავიდა, რაღაცა მაინც შემოსულიყო, რომ რაღაც სიკეთე საქართველოს მოქალაქეებისთვისაც ყოფილიყო“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე