სახალხო დამცველი დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

სახალხო დამცველი დასავლეთ საქართველოში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მწუხარებას გამოთქვამს დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად ჩვენი მოქალაქეების დაღუპვის გამო და იმედს გამოთქვამს, რომ მეწყრის ზონაში დაკარგული ადამიანები უვნებლად დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. სტიქიის ზონაში ოთხი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, ამასთან, მიმდინარეობს 5 პირის ძებნა-შველის სამუშაოები.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე