გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი მოსწავლეებისათვის საერთაშორისო ახალგაზრდული ლიდერობის სასერტიფიკატო პროგრამას აცხადებს

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, Global Citizen Education Group-თან და აზერბაიჯანის განათლების მენეჯერთა საერთაშორისო ასოციაციასთან ერთად, აცხადებს საერთაშორისო ახალგაზრდული ლიდერობის სასერტიფიკატო პროგრამას (IYLCP), რომელიც შექმნილია მე-9 - მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, IYLCP არის ინტენსიური, 9-კვირიანი ონლაინპროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს იმ საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება, რაც თანამედროვე ლიდერად ჩამოყალიბებისთვის არის საჭირო.

„სესიები ჩატარდება ინგლისურ ენაზე და მოიცავს შემდეგ თემებს: ლიდერობის ტიპები, დროის მენეჯმენტი და მიზნის დასახვის ხელოვნება, სტრესის მენეჯმენტი, ემოციური და კულტურული ინტელექტი, პრობლემისა და კონფლიქტის გადაჭრის გზები, მეწარმეობა, პროექტის მენეჯმენტი და ეფექტური კომუნიკაცია და ნეთვორქინგი.

პროგრამა გაგრძელდება 2024 წლის 24 თებერვლიდან 20 აპრილამდე (შაბათობით). საქართველოდან შეირჩევა 10 მონაწილე და კურსდამთავრებულებს გადაეცემათ საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატები. დარეგისტრირება შესაძლებელია 2024 წლის 12 თებერვლამდე: სარეგისტრაციო ბმული: https://www.theglobalcitizeneducation.com/event/iylcp

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ პროგრამის ვებგვერდს:

International Youth Leadership Certificate Program | The Global Citizen Education“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს