ბექა ლილუაშვილი - ჩვენი საპარლამენტო ჯგუფი, დღევანდელ სხდომას, რომელსაც „ნაცები“ უხელმძღვანელებენ, არ დაესწრება და მონაწილეობას არ მიიღებს კობახიძის და „ნაცმოძრაობის“ გათამაშებულ ურთიერთსასარგებლო სცენარში

პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო ჯგუფი, დღევანდელ სხდომას, რომელსაც „ნაცები“ უხელმძღვანელებენ, არ დაესწრება და მონაწილეობას არ მიიღებს კობახიძის და „ნაცმოძრაობის“ გათამაშებულ ურთიერთსასარგებლო სცენარში, - ამის შესახებ განცხადება პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ლილუაშვილი აცხადებს, რომ ამ ფორმატში წარმართული სხდომა საჩუქარია როგორც ხელისუფლებისთვის, ისე „ნაციონალური მოძრაობისთვის".

„ჩვენ ამ ორი რადიკალური ძალის მიერ, რადიკალიზაციის კიდევ უფრო გაღვივებაში წვლილს არ შევიტანთ!

თქვენ მოგეხსენებათ, „ოცნებამ“ „ნაცმოძრაობას“ და საკუთარ თავს მისცა საჩუქარი იმით, რომ აკრძალა პოლიტიკური ჯგუფების და ფრაქციების ცალ- ცალკე შეხვედრის შესაძლებლობა მთავრობის წევრობის კანდიდატებთან.

ამის მთავარ მიზანს, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობით, აი ამ დღევანდელი სხდომის ჩატარება წარმოადგენდა.

ასე წარმართული სხდომა, არის საჩუქარი კობახიძისთვისაც და „ნაცებისთვისაც" - რომლებიც ერთად ეცდებიან ეს სხდომა არა ხალხის პრობლემებზე საუბრისთვის გამოიყენონ, არამედ საზოგადოებაში რადიკალიზაციის ხარისხი კიდევ უფრო გააღრმაონ.

ამასთან, საერთო სურათში, „ნაცმოძრაობის" „ეგიდით" წარმართული სხდომის - ოპოზიციის შეხვედრად გასაღება, ორ რამეს ნიშნავს: ყველა მონაწილის გასვრას ამ რადიკალური დღის წესრიგის შექმნაში და "ნაცმოძრაობის" იმ სარეკლამო კამპანიის გაგრძელებას, რომლის ფარგლებშიც "ოცნება" სააკაშვილს სასამართლო დარბაზებიდან საარჩევნო კამპანიის წარმოების და დაქუცმაცებული პარტიის შეწებების შესაძლებლობას აძლევს.

ჩვენი ადგილი ასეთ სხდომაზე არ არის!

ჩვენ, ხვალინდელ გაერთიანებულ/ერთიან სხდომაზე, ჩვენი მოქალაქეების დაკვეთით, ვაჩვენებთ საზოგადოებას, რომ მთავრობის მომავალი შემადგენლობა არის მომსახურე პერსონალი, რომელსაც არც ერთ შინაარსობრივ კითხვაზე - პასუხი არ აქვს, შესაბამისად ხალხის ნდობას არ იმსახურებს,"- განაცხადა ლილუაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე