თინა ბოკუჩავა მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენაზე - ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს, ფრაქციებს ცალ-ცალკე შეხვედრის შესაძლებლობა ჰქონოდა, თუმცა შალვა პაპუაშვილისგან უარი მივიღეთ

ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს, ფრაქციებს ცალ-ცალკე შეხვედრის შესაძლებლობა ჰქონოდა, თუმცა შალვა პაპუაშვილისგან უარი მივიღეთ, - ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენენ.

ბოკუჩავა ფიქრობს, რომ „ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის ერთ შეხვედრაში ჩატევა საუკეთესო გამოსავალი არ იყო“.

„იცით, რომ პარლამენტის ერთ-ერთ მთავარი უფლებამოსილებაა, მოუსმინოს მთავრობას და შემდეგ დაამტკიცოს, ამიტომ ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს, ფრაქციებს ცალ-ცალკე შეხვედრის შესაძლებლობა ჰქონოდა, თუმცა უარი მივიღეთ ამ შემოთავაზებაზე შალვა პაპუაშვილისგან. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელს კონსტრუქციული მიდგომისთვის,“ -განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ერთობლივი სხდომის ფორმატში უსმენენ. სხდომას ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა თავმჯდომარეობს. შეხვედრას არ ესწრებიან პარტია “ლელოსა” და “საქართველოსთვის” დეპუტატები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება