ამბროლაურის მერია - მუნიციპალიტეტში თოვლწმენდის და ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები მეორე დღეა ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში თოვლწმენდის და ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები მეორე დღეა ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ამ დროისთვის გაიწმინდა შემდეგი სოფლები: კრიხი, ჭელიაღელე, წესი, აბარი, ლიხეთი, თლუღი, ტბეთი, პატარა ონი, ბარეული, გორისუბანი, ჯვარისა, ქედისუბანი, სხვავა, ჟოშხა, გენდუში.

ინფორმაციის თანახმად, თოვლწმენდის სამუშაოები, ასევე მიმდინარეობს: ურავში, ჭყვიშში, კაჩაეთში, ცახში, ხოტევში, სხარტალში, ველევსა და ნიკორწმინდაში.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, ასევე, ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-მოწამეთა-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ნაქერალას უღელტეხილი.

„სოფლებში არსებულ სიტუაციას და მოსახლეობის საჭიროებებს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პირადად ეცნობა.

თოვლწმენდასთან ერთად, პარალელურად მიმდინარეობს ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები. ამ დროის მონაცემებით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია მუნიციპალიტეტის 49 სოფელში და კვლავ ინტენსიურად გრძელდება აღდგენითი სამუშაოები.

სამუშაოები, როგორც გზების წმენდის მიმართულებით ისე ელ.ენერგიის აღდგენის კუთხით მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ეტაპობრივად გაგრძელდება და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე