ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის 4 ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატურების შერჩევა იწყება

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის 4 ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატურების შერჩევის პროცესი იწყება. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ცნობით, განცხადებების მიღება 23 თებერვალს დასრულდება.

კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატურებს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

„დაინტერესებულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთათვის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს, შეუძლიათ 2024 წლის 20 თებერვლამდე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მატერიალურად ან ელექტრონულად (მისამართი: თბილისი, გ. ათონელის ქ. N25; ელექტრონული ფოსტის მისამართი: info@president.gov.ge) წარმოადგინონ განცხადება შესაბამის დოკუმენტებთან ერთად.

აუცილებლად წარმოსადგენი დოკუმენტებია: CV, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა ნასამართლობის შესახებ.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთათვის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს ,,საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე (https://matsne.gov.ge/document/view/101044?publication=61) .“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს