ბიძინა ივანიშვილი - მწუხარებას გამოვთქვამ ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო - მას საპატიო ადგილი აქვს დამკვიდრებული ქართულ კულტურაში

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი სახალხო არტისტის ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას საპატიო ადგილი აქვს დამკვიდრებული ქართულ კულტურაში.

„მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, საქართველოს სახალხო არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის და თბილისის საპატიო მოქალაქის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო.

ვაჟა აზარაშვილი, თავისი უკვდავი კომპოზიციების წყალობით, ქართული საზოგადოების არაერთმა თაობამ შეიყვარა და მას საპატიო ადგილი აქვს დამკვიდრებული ქართულ კულტურაში.

სამძიმარს ვუცხადებ დიდი კომპოზიტორის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებს და სრულიად კულტურის სფეროს ამ დანაკარგის გამო”, - აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება