ენტონი ბლინკენი - ბევრი სამუშაოა, მაგრამ ფოკუსირებული ვართ მის შესრულებაზე - იმედია შევძლებთ მძევლების გათავისუფლების გაგრძელებას

მძევლების გათავისუფლების შესახებ საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე ბევრი სამუშაოა გასაწევი. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა იერუსალიმში ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან შეხვედრის დროს განაცხადა.

შეხვედრაზე ბლინკენმა და ჰერცოგმა მძევლების გათავისუფლების შესახებ შემოთავაზებული შეთანხმება და მასზე "ჰამასის" პასუხი განიხილეს.

“ყურადღებით განვიხილავთ მას [შეთანხმებას], ისევე, როგორც ისრაელის მთავრობა. ბევრი სამუშაოა გასაწევი, მაგრამ ძალიან ფოკუსირებულნი ვართ ამ სამუშაოს შესრულებაზე და იმედია შევძლებთ მძევლების გათავისუფლების გაგრძელებას, რაც რამდენიმე თვის წინ შეწყდა”, - განაცხადა ბლინკენმა.

ბლინკენმა ასევე აღნიშნა პოზიტიური ნიშნები ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს