ირაკლი კობახიძე - რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჰყავს კოლექტივი, რომელიც დიდი ხანია ემსახურება თავის საქმეს და რა თქმა უნდა, გაგრძელდება კონსულტაციები, მთავარია, ოპტიმალური გამოსავალი ინახოს

„ზოგადად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში არ არის მარტივი ვითარება ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, რაც გამოსწორებას საჭიროებს. მთავარია, ვნახოთ ოპტიმალური გზა, რომელიც მოგვცემს ერთდროულად- ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების და ასევე კოლექტივის ინტერესების დაკმაყოფილების საშუალებას“ , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ოპოზიციურ ფრაქციებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, თავადაც იყო ჩართული რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებულ საკითხის განხილვაში.

მისივე თქმით, გაგრძელდება კონსულტაციები, მთავარია, ოპტიმალური გამოსავალი ინახოს.

„გარკვეულ დონეზე უკვე ვიყავი ჩართული ამ საკითხის განხილვაში. რა თქმა უნდა, ყველა ასეთი საკითხი უნდა გადაწყდეს შესაბამის დარგის სპეციალისტებთან, ამ შემთხვევაში, ექიმებთან, მჭიდრო კონსულტაციების საფუძველზე. რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჰყავს კოლექტივი, რომელიც დიდი ხანია ემსახურება თავის საქმეს, არიან დამსახურებული ადამიანები და, რა თქმა უნდა, გაგრძელდება კონსულტაციები. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მათ შორის გადავადების თაობაზე. ერთიანი გადავადება მოხდა იმისთვის, რომ ეს საკითხი გადაიჭრას. გაგრძელდება კონსულტაციები, მთავარია, რომ ოპტიმალური გამოსავალი ინახოს“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე