ირაკლი კობახიძე - ვფიქრობ, ყოველწლიურად უნდა იზრდებოდეს პენსიები

ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ წლიდან წლამდე იყოს უზრუნველყოფილი პენსიების ზრდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე განახადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლება არ გაურბის სოციალურ ხარჯებს და ეს ახასიათებს ყველა მთავრობას, რომელიც „ქართული ოცნების“ პირობებში დაკომპლექტდა.

„მნიშვნელოვნად გაიზარდა თანხა, რომელიც გამოყოფილია ვეტერანებზე. ზოგადად ჩვენი ქვეყნის სოციალური ბიუჯეტი საკმაოდ მსხვილია მიუხედავად იმისა, რომ გადასახადების ნაწილში გვაქვს ძალიან ლიბერალური პოლიტიკა. გადასახადების ნაწილში გვაქვს ლიბერალური ფისკალური პოლიტიკა, თუმცა ხარჯების ნაწილში არავისზე ნაკლებად სოციალური არ არის ჩვენი ბიუჯეტი, რომ ავიღოთ პროცენტული მაჩვენებელი. ჩვენ არ გავურბივართ სოციალურ ხარჯებს და ეს ახასიათებს ყველა მთავრობას, რომელიც ქართული ოცნების“ პირობებში დაკომპლექტდა. სადაც იქნება ზრდის შესაძლებლობა მზად ვართ, რომ თითოეულ ამ საკითხზე ვიმსჯელოთ და გადაწყვეტილებები მივიღოთ.

რაც შეეხება ასაკობრივ პენსიას, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანმა სათანადოდ იცხოვროს. საკმაოდ მცირე პენსიაა. ამას დიდწილად განაპირობებს ისევ და ისევ ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა, რასაც თავისი ბევრი პლუსი აქვს, ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას, თუმცა, მეორე მხრივ, ნაკლები რესურსი აქვს ბიუჯეტს, რომ შესაბამისი ხარჯები გასწიოს. ბუნებრივია, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ წლიდან წლამდე იყოს უზრუნველყოფილი პენსიების ზრდა. ინდექსაცია ისედაც უზრუნველყოფილია, არსებითად ინფლაციაზეა მიბმული, თუმცა ამის მიღმა ვფიქრობ, რომ მუდმივად უნდა იზრდებოდეს ყოველწლიურად პენსიები ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება