გიგი წერეთელი - მომავალ რამდენიმე წელიწადში ევროკავშირის პრიორიტეტი გაფართოება უნდა იყოს და ეს შესაძლებლობა საქართველომ ხელიდან არ უნდა გაუშვას

მომავალ რამდენიმე წელიწადში ევროკავშირის პრიორიტეტი გაფართოება უნდა იყოს და ეს შესაძლებლობა საქართველომ ხელიდან არ უნდა გაუშვას. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა განაცხადა.

შესაბამისი განცხადება წერეთელმა ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე განაცხადა, სადაც ერთ-ერთ პანელზე, რომელიც ევროკავშირის მომავალი 5 წლის პრიორიტეტებს ეხებოდა, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სიტყვით, გამოსვლისას, ის შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: ევროკავშირის გაფართოების მნიშვნელობა, უკრაინის მხარდაჭერა, საქართველოს ევროკავშირის სრული წევრობის მიზანი, რუსეთის განგრძობითი ოკუპაცია და ეფექტური საერთაშორისო ზეწოლის საჭიროება, საქართველოში რეკომენდირებული რეფორმების განხორციელების მონიტორინგი და დემოკრატიული ცვლილებების აუცილებლობა, წლევანდელი საპარლამენტო არჩევნების პროცესზე გაძლიერებული გრძელვადიანი თუ მოკლევადიანი დაკვირვების პრიორიტეტულობა, საქართველოს გეოსტრატეგიული მნიშვნელობა ევროპის რუსეთის ენერგორესურსებზე დამოუკიდებლობისთვის.

ღონისძიების ფარგლებში გიგი წერეთელი შეხვდა და ესაუბრა, ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ჯანდაცვის ევროკომისარ, სტელა კირიაკიდესს, ანდრიუს კუბილიუსს, რასა იუკნავიჩიენესა და საქართველოს მხარდამჭერ სხვა ევროპელ პოლიტიკოსებს.

„მათი წარმატება და საქართველოს მხარდამჭერი პოლიტიკური ძალების გამარჯვება ევროპულ არჩევნებში ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის მომავალი გაფართოებისთვის, მაგრამ მთავარი, ჩვენი ამიმრჩევლების გადაწყვეტილებაა - ჰყავდეს დემოკრატიულად არჩეული, ნამდვილად პროდასავლური(ანუ პროქართული) ხელისუფლება“,-განაცხადა გიგი წერეთელმა, რომლის კომენტარსაც „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე