ირაკლი კობახიძე - დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით წარიმართება დიალოგი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან, მხოლოდ დიალოგის გზით შეიძლება ეს საკითხი გადაწყდეს

დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით დიალოგი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან წარიმართება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ოპოზიციურ ფრაქციებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მხოლოდ დიალოგის გზით შეიძლება ეს საკითხი გადაწყდეს.

„როგორც მოგეხსენებათ, დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით წარიმართება დიალოგი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან. მხოლოდ დიალოგის გზით შეიძლება ეს საკითხი გადაწყდეს. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად იყვნენ უდანაშაულო ადამიანები დაჭერილი, მგონი, კითხვის ნიშნები საზოგადოების ნებისმიერ წევრს უნდა ჰქონდეს იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც თავის დროზე წარიმართა. რატომ მოხდა რუკების ისე განსაზღვრა, როგორც განისაზღვრა, შემდეგ რატომ მოხდა მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მხრიდან იმ განცხადებების გაკეთება, რომელიც გააკეთა. დღეს ითქვა, თითქოს არავინ უარყოფს იმას, რომ გარეჯი საქართველოა, თუმცა, მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ „აღიარა“, რომ გარეჯის სამონასტრო კომპლექსის კონკრეტული ნაწილი საქართველო არ იყო. შესაბამისად, სამწუხაროდ, ეს კითხვები თავის დროზე დაისვა. თუ არ ვცდები, ნინო კალანდაძე იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. ამიტომ, კითხვები არსებობს როგორც საჯარო მოხელეების, ასევე, პოლიტიკურ ნაწილში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენა არის“, - განაცხადა კობახიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია