რობინ დანიგანი - მაქვს პოზიტიური თანამშრომლობა ახალ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან, მანამდეც კარგი თანამშრომლობა მქონდა, რა პოზიციაზეც მუშაობდა

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან, ირაკლი კობახიძესთან კარგი თანამშრომლობა აქვს.

"მე მაქვს პოზიტიური თანამშრომლობა ახალ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან, მანამდეც კარგი თანამშრომლობა მქონდა, რა პოზიციაზეც მუშაობდა.

იმედი მაქვს, რომ პოზიტიური თანამშრომლობა გაგრძელდება ჩვენს შორის, როდესაც იგი პრემიერად დამტკიცდება.

კარგი ურთიერთობა მქონდა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთანაც, მას ვუსურვებ წარმატებას ახალ პოზიციაზე. ვულოცავ იმ მიღწევებს, რაც მას პრემიერობის პერიოდში ჰქონდა",- აცხადებს დანიგანი "ღამის კურიერის" ეთერში სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს