აშშ-ის ელჩი - ევროკავშირმა მკაფიოდ განსაზღვრა, რა ნაბიჯი უნდა გადადგას საქართველომ - რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ეროვნული კონსენსუსი, ეს არის პრიორიტეტი, რომ ყველა გაერთიანდეს და ერთად იმუშაოს

ევროკავშირმა ძალიან მკაფიოდ განსაზღვრა, რა ნაბიჯი უნდა გადადგას საქართველომ - რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ეროვნული კონსენსუსი საქართველოში, ეს არის პრიორიტეტი, რომ ყველა გაერთიანდეს და ერთად იმუშაოს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტს, ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციურ პარტიებს, ყველამ უნდა შეასრულოს როლი ეროვნულ ერთობაში.

"ძალიან გამიხარდა, როდესაც საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ამერიკას უნდა დაინახოს საქართველო, რომელიც არის ევროკავშირის წევრი. მხარს უჭერს საქართველოს ნატოს მისწრაფებებს და ერთ-ერთი პირველი, რაც გავაკეთე, როდესაც საქართველოში ჩამოვედი ელჩად, ეს იყო ბრიუსელში წასვლა და ვესაუბრე ევროკავშირს საქართველოს კანდიდატობის სტატუსზე.

ევროკავშირმა ძალიან მკაფიოდ განსაზღვრა, რა ნაბიჯი უნდა გადადგას საქართველომ - ეს არის დიდი სამუშაო. რესურსია საჭირო ამისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ეროვნული კონსენსუსი საქართველოში. ეს არის პრიორიტეტი, რომ ყველა გაერთიანდეს და ერთად იმუშაოს. ეს გულისხმობს პარლამენტს, ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციურ პარტიებს, ყველას აქვს როლი, რომ შეასრულოს ამ ეროვნულ ერთობაში. ეს არის მომენტი, ევროკავშირმა აჩვენა ენერგია გაფართოების პროცესის მიმართ”, - განაცხადა ელჩმა.

ამასთან, ელჩმა დანიგანმა ისაუბრა აშშ-ის მზაობაზე მხარი დაუჭიროს საქართველოს ყველა ნაბიჯს, მათ შორის ნატო-ში ინტეგრაციას.

მისი თქმით, აშშ თანამშრომლობს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ათწლეულობის განმავლობაში ურთიერთთავსებადობის გაზრდის მიმართულებით.

„ამერიკა მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ყველა ნაბიჯს, ასევე ნატოს ინტეგრაციასაც ეხება ეს. ნატო არის სამხედრო და პოლიტიკური ორგანიზაცია.

რაც შეეხება სამხედრო კუთხეს, საქართველოსთან ვთანამშრომლობთ თავდაცვის ძალებთან ათწლეულობის განმავლობაში, საქართველოს ურთიერთთავსებადობის გაზრდის მიმართულებით. ერთად იწვრთნებიან ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები, შესაბამისი იარაღი აქვთ და ეს გრძელდება უკვე ათწლეულებია, თუმცა ნატო არის ასევე პოლიტიკური ალიანსი და საჭიროა ნაბიჯები, რომ შესრულდეს ეს პოლიტიკური ნაბიჯები, რაც ძალიან ახლოს არის ევროკავშირის განსაზღვრულ ნაბიჯებთან“, - აცხადებს რობინ დანიგანი “რუსთავი2“-ის ეთერში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე