ხაშურის მერიის ინფორმაციით, დაბა სურამში მეწყრული ზონიდან 40 ოჯახია გაყვანილი

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაბა სურამში განვითარებული მეწყრული პროცესების გამო საშიში ზონიდან 40 ოჯახის გაყვანა გახდა საჭირო.

მერიის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია მერიის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და შსს-ს შესაბამისი თანამშრომლები.

ამავე ცნობით, ვინაიდან, ღამით ადგილზე შეუძლებელი და საფრთხის შემცველია რაიმე საქმიანობის განხორციელება, დილიდანვე გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლები შეისწავლიან მეწყრულ პროცესებს.

"უკანასკნელი დღეების განმავლობაში მოსული უხვი ნალექის შედეგად, დაბა სურამში განვითარდა მეწყრული პროცესები. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით საჭირო გახდა ადგილობრივ მაცხოვრებელთა შორის 10 მოქალაქის გადაყვანა სასტუმროში და 40 ოჯახის საშიში ზონიდან გაყვანა. ოჯახები გადაყვანილნი არიან უსაფრთხო ადგილას. გარდა ამისა, ადგილზე მობილიზებულია მერიის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და შსს-ს შესაბამისი თანამშრომლები.მოსახლეობას დაბეჯითებით მოვუწოდებთ, რომ აუცილებლად გაითვალისწინონ სათანადო სამსახურების ყველა რეკომენდაცია და არ გაწიონ გაუმართლებელი წინააღმდეგობა, ვინაიდან ხსენებული რეკომენდაციები მნიშვნელოვანია თქვენი და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისათვის. რაც შეეხება ხსენებულ ფაქტს, ვინაიდან ღამით ადგილზე შეუძლებელი და საფრთხის შემცველია რაიმე საქმიანობის განხორციელება, ხვალ დილიდანვე გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლები შეისწავლიან მეწყრულ პროცესებს და კვალიფიციურად შეაფასებენ როგორც მომხდარს, ისე არსებულ რისკებს.გეოლოგიური სამსახურის შეფასების შემდგომ კი შესაბამისი სახელმწიფო სამსახური მეწყრული პროცესის აღმოსაფხვრელად იმოქმედებს შემჭიდროებულ ვადებში.მოსახლეობას მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ და კიდევ ერთხელ ვურჩევთ, დაემორჩილონ მერიის, საგანგებო სიტუაციების სამსახურის და შსს-ს წარმომადგენლების რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე