ევროკავშირმა მოლდოვას გაწევრიანებასთან დაკავშირებით „სკრინინგის“ პროცესი დაიწყო

ევროკავშირმა მოლდოვის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქვეყნის კანონმდებლობის ე.წ. სკრინინგის პროცესი დაიწყო, - ამის შესახებ მოლდოვის ვიცე-პრემიერმა ევროინტეგრაციის საკითხებში კრისტინა გერასიმოვმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტისას განაცხადა.

მისი თქმით, მოლდოვის დელეგაცია ბრიუსელში შეხვდა თანამოსაუბრეებს ევროკომისიაში, რომლებთანაც ქვეყანა გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესში იმუშავებს.

„შეხვედრის მიზანი იყო შემდგომი ნაბიჯების დეტალური განხილვა. კერძოდ, ე.წ. სკრინინგის პროცესის დაწყება, რომელიც გულისხმობს ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასებას“, - განმარტა კრისტინა გერასიმოვმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში უკრაინის დელეგაციამ ასევე მიიღო მონაწილეობა „სკრინინგის“ დაწყებასთან დაკავშირებით ბრიუსელში გამართულ შეხვედრაში - ეს არის უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასების მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც გაწევრიანების მოლაპარაკებების ოფიციალურ დაწყებამდე უნდა განხორციელდეს.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს