მამუკა მდინარაძე ტრაგიკული მოვლენების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ზემო აჭარაში და ბაღდათში მეწყრის შედეგად, ასევე სოფელ ასურეთის მიმდებარედ საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„სხდომა მინდა დავიწყო სამძიმრით იმ ადამიანების, მათი ოჯახების და მეგობრების და მთელი ქვეყნის მიმართ, რომლებიც გუშინ და გუშინწინ ზემო აჭარაში და ბაღდათში დაიღუპნენ. ასევე ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლა სამი ადამიანი და განსაკუთრებული სამძიმარი მინდა მიშო ბიძინაშვილის მიმართ გამოვთქვა, მედიის წარმომადგენლებს მინდა ვუთხრა ჩვენი სამძიმარი. ძალიან რთული დღეები იყო ამ მიმართულებით და ღრმად ვართ დამწუხრებულები ამ საკითხებთან დაკავშირებით და ჩვენი გულწრფელი სამძიმარი მათ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში, საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვის დაწყებისას.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე