გივი მიქანაძე - სიმართლე გითხრათ, არ გვაინტერესებს სალომე ზურაბიშვილი მოაწერს თუ არა ხელს პრემიერ-მინისტრის დანიშვნას, რადგან პრემიერის პოზიციაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნა ძალაში მაინც შევა

სიმართლე გითხრათ, არც გვაინტერესებს სალომე ზურაბიშვილი მოაწერს თუ არა ხელს პრემიერ-მინისტრის დანიშვნას, რადგან პრემიერის პოზიციაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნა მაინც ძალაში შევა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მან ასევე პრეზიდენტის ინიციატივაზე „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ის ადამიანები, რომელთანაც მან უკვე დაიწყო აქტიური კონსულტაცია ვერანაირად ვერ იქნება აღქმული საზოგადოებაში, როგორც ნეიტრალური ძალა”.

„ჩვენ თვეების განმავლობაში ვსაუბრობთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ემზადება, ფაქტობრივად, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ გადადგეს და შეუერთდეს ერთ-ერთ ბანაკს, რომელსაც ახლა თვითონ საორგანიზაციო შტაბივით აორგანიზებს და სურს, რომ რაღაც დამოუკიდებელ მოთამაშედ, ახალ ძალას წარმოაჩინოს ეს, თუმცა მისივე ნარატივი და მისივე საქმიანობა ცხადყოფს, თუ ვის ინტერესებს გამოხატავს ის. ის ადამიანები, რომელთანაც მან უკვე დაიწყო აქტიური კონსულტაცია ვერანაირად ვერ იქნება აღქმული საზოგადოებაში, როგორც ნეიტრალური ძალა. ეს არიან ადამიანები, რომლებიც უშუალოდ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები არიან. შესაბამისად, ასეთი ადამიანისგან საერთოდ არ არის ინტერესი იმის შესახებ, ის ხელს მოაწერს თუ არა ირაკლი კობახიძის კაბინეტს”, - განაცხადა მიქანაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე