გიორგი ვაშაძე - ირაკლი კობახიძე სრულიად მოწყვეტილია რეალობას, მას არც ხალხი აღელვებს, არც ადამიანების პრობლემები, მხოლოდ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა უნდა

ირაკლი კობახიძე სრულიად მოწყვეტილია რეალობას, მას არც ხალხი აღელვებს, არც ადამიანების პრობლემები, მხოლოდ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა უნდა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება“ ქვეყანაში არაფრის შემცვლელი არ არის, ხალხის პრობლემების მოგვარებაზე არ იზრუნებს, ამიტომ არჩევნებზე ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.

ირაკლი კობახიძე, ისე, როგორც ივანიშვილის პარტია, სრულიად მოწყვეტილია რეალობას. მას არც ხალხი აღელვებს, არც ადამიანების პრობლემები, ერთადერთი, რაც მას უნდა არის პრემიერ-მინისტრობის თანამდებობა. მეტი არაფერი. ივანიშვილის პარტია ამ ქვეყანაში არაფრის შემცვლელი არ არის, არც უმუშევრობის დასამარცხებლად იბრძოლებს, არც მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და არც იმ გაჭირვების გადასალახად, რომელიც დღეს ქვეყანაშია და რომელსაც ასობით ათასი ადამიანი გაურბის ემიგრაციაში. ამიტომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის, გავიმარჯვოთ, რომ შევქმნათ ძლიერი ეკონომიკურად ჯანსაღი, ადამიანებზე ორიენტირებული, დასაქმებაზე ორიენტირებული საქართველო, რომელიც დაჩქარებული წესით გახდება ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება