გიორგი ვაშაძე - ირაკლი კობახიძე სრულიად მოწყვეტილია რეალობას, მას არც ხალხი აღელვებს, არც ადამიანების პრობლემები, მხოლოდ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა უნდა

ირაკლი კობახიძე სრულიად მოწყვეტილია რეალობას, მას არც ხალხი აღელვებს, არც ადამიანების პრობლემები, მხოლოდ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა უნდა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება“ ქვეყანაში არაფრის შემცვლელი არ არის, ხალხის პრობლემების მოგვარებაზე არ იზრუნებს, ამიტომ არჩევნებზე ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.

„ირაკლი კობახიძე, ისე, როგორც ივანიშვილის პარტია, სრულიად მოწყვეტილია რეალობას. მას არც ხალხი აღელვებს, არც ადამიანების პრობლემები, ერთადერთი, რაც მას უნდა არის პრემიერ-მინისტრობის თანამდებობა. მეტი არაფერი. ივანიშვილის პარტია ამ ქვეყანაში არაფრის შემცვლელი არ არის, არც უმუშევრობის დასამარცხებლად იბრძოლებს, არც მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და არც იმ გაჭირვების გადასალახად, რომელიც დღეს ქვეყანაშია და რომელსაც ასობით ათასი ადამიანი გაურბის ემიგრაციაში. ამიტომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის, გავიმარჯვოთ, რომ შევქმნათ ძლიერი ეკონომიკურად ჯანსაღი, ადამიანებზე ორიენტირებული, დასაქმებაზე ორიენტირებული საქართველო, რომელიც დაჩქარებული წესით გახდება ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა ვაშაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე