სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა

სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა. ამის შესახებ განცხადებას ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახური ავრცელებს.

„დღეს დილის 5:30 საათზე სილინგარფელის ჩრდილო-აღმოსავლეთით ინტენსიური მცირე მიწისძვრა დაიწყო. დაახლოებით, 30 წუთის შემდეგ, იმავე რაიონში ვულკანმა დაიწყო ამოფრქვევა“, - ნათქვამია ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებაში.

გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, თუ როგორ ამოდის ლავა კლდის ნაპრალებიდან.

ცნობისთვის, სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში ვულკანი წელს მეორედ, ხოლო რეიკიანესის ნახევარკუნძულზე 2021 წლის შემდეგ მეექვსედ ამოიფრქვა.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება