ბექა ლილუაშვილი - „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ტყუილებშია ჩაკარგული - დარწმუნებული ვარ, დღესაც ტყუილებში ჩაკარგულ განცხადებებს მოვისმენთ

„ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ტყუილებშია ჩაკარგული. დარწმუნებული ვარ, დღესაც ტყუილებში ჩაკარგულ განცხადებებს მოვისმენთ, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი „ვერ ნახავდა უკეთეს განსახიერებას იმისა, თუ რა დარჩა 2012 წლის "ოცნებიდან", ვიდრე ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძეა“.

„ეს არის პრაქტიკულად, მთლიანად პარტია, პოლიტიკური ძალა, რომელიც ტყუილებშია ჩაკარგული. დარწმუნებული ვარ, დღესაც ტყუილებში ჩაკარგულ განცხადებებს მოვისმენთ. რაც შეეხება კითხვას - ჩვენი მთავარი ამოცანა და საკითხი არის, საზოგადოებას ვაჩვენოთ მათ შორის, კობახიძის რეალური სახე და ვკითხოთ ერთი ნაბიჯი, პოლიტიკური სვლა, ან მისი სიტყვის ერთგულების ერთი გამოხატულება და ფასი, რის გამოც მან დაიმსახურა საზოგადოების ნდობა. მე ჩამოვთვლი 10 მიზეზს მაგალითად, რის გამოც არ დაუმსახურებია," - განაცხადა ლილუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება