ალეკო ელისაშვილი პარლამენტში ჩოხით მისვლაზე - წინა სხდომაზე ტანსაცმელი დამიწუნეს, რა გაცვიაო, პაპუაშვილმა მითხრა - იმედია, ჩოხა-ახალუხსაც არ იწუნებს, ვნახოთ აბა, შარიანი კაცია

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი პარლამენტში ჩოხა-ახალუხით მივიდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქართული ნაციონალური სამოსი იმიტომ ჩაიცვა, რომ წინა სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩაცმულობა დაუწუნა.

„წინაზე დამიწუნეს ტანსაცმელი, რა გაცვიაო მითხრა პაპუაშვილმა და რა ვიცი. დავითობაა დღეს და იმედია, ჩოხა-ახალუხსაც არ იწუნებს. ხანჯალი სპეციალურად არც გამიკეთებია, უხერხულობა არ შემიქმნია შემოტანაზე. ვნახოთ, შეიძლება პაპუაშვილმა ან მასრები დამიწუნოს, ან ქამარი, ან ჩოხის კალთა. ვნახოთ აბა, შარიანი კაცია," - განაცხადა ელისაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება