გივი მიქანაძე - 1000-ლარიანი პენსიის უზრუნველყოფა ამ ეტაპზე, ფიზიკურად შეუძლებელია - „ლელოს“ დაპირება ჩანასახშივე ტყუილია

1000 ლარიანი პენსიის უზრუნველყოფა ამ ეტაპზე, ფიზიკურად შეუძლებელია - „ლელოს“ დაპირება ჩანასახშივე ტყუილია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, იმ რეალობიდან გამომდინარე, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, ფიზიკურად შეუძლებელია, რომ 1000 ლარიანი პენსიის დანაპირები სიმართლესთან ახლოს იყოს.

„ამაზე საუბრობენ სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც. მათ ეცინებათ, ეღიმებათ კიდეც ამ განცხადებაზე, იმიტომ რომ ეს არის ჩანასახშივე ტყუილი, გამომდინარე იქიდან, რომ 1000 ლარიანი პენსიის უზრუნველყოფა ამ ეტაპზე, ფიზიკურად შეუძლებელია. თუმცა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა თავის გამოსვლაში ცალსახად განაცხადა, რომ პენსია მუდმივ რეჟიმში უნდა იზრდებოდეს და სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ჩვენს მოქალაქეებზე, მაქსიმალურად მხარში უნდა დაუდგეს. ეს პროცესი გაგრძელდება ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობის დროსაც“, - განაცხადა მიქანაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე