თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძეს - რა პასუხი გაქვთ ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ რეალურ გეგმებზე? - თქვენი ოცნება აიხდინეთ, მაგრამ ხალხის ოცნება კვლავ ასახდენია

რა პასუხი გაქვთ ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ რეალურ გეგმებზე? - თქვენ თქვენი ოცნება აიხდინეთ, მაგრამ ხალხის ოცნება კვლავ ასახდენია, - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს.

როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, ირაკლი კობახიძემ ოკუპაციის განულებას ოცნება უწოდა და არა მთავარი ეროვნული ინტერესი.

„როდესაც დეოკუპაციაზე ვსაუბრობთ, არცერთი სიტყვა არ გაქვთ ამ პროგრამაში, რომ შეიმუშავებთ საერთო ეროვნულ ხედვას დეოკუპაციისთვის. არცერთი დაპირება არ გაგიციათ ასობით ათასი დევნილისთვის, რომლის ოცნებაც არის დეოკუპაცია, არცერთი სიტყვა არ გითქვამთ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ასობით ათას მოქალაქისთვის, რომელთა მდგომარეობა უმძიმესია. არასდროს გქონიათ სურვილი მათგან მოგესმინათ ეს ყველაფერი.

ამ მოცემულობაში, როდესაც თამაზ გინტურის ოჯახი ელოდება მკვლელების ვინაობის გასაჯაროებას და მათ დასჯას, ისე, როგორც ეს ტატუნაშვილი-ოთხოზორიას მთავრობის დადგენილების სიით არის შესაძლებელი, მაინტერესებს, თუ აპირებთ ამ მიმართულებით ოჯახისთვის პასუხის გაცემას, ამ სიის გაფართოებას.

მაინტერესებს, მაშინ როდესაც თქვენ საუბრობთ მეორე ფრონტის პროპაგანდაზე კვლავაც და ღირსებით ევროპისკენ, რა პასუხი გაქვთ ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ რეალურ გეგმებზე. თქვენ თქვენი ოცნება აიხდინეთ, მაგრამ ხალხის ოცნება კვლავ ასახდენია“, - აღნიშნა აქუბარდიამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე