„ინტერპრესნიუსის“ აპლიკაციის გამოყენების წესი იცვლება

„ინტერპრესნიუსის“ აპლიკაციის მომხმარებლებისთვის სიახლეა - განახლებული აპლიკაცია, როგორც ანდროიდის, ასევე IOS-ი მომხმარებლებისთვის, მხოლოდ გამომწერებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. გააქტიურებიდან პირველი სამი თვე აპლიკაციის გამოყენება უფასოა.

რეგისტრაციის და ავტორიზაციის შემდეგ მომხმარებელმა უნდა შეარჩიოს პაკეტი, რომლითაც სამთვიანი უფასო მოხმარების შემდგომ ისარგებლებს. ერთთვიანი პაკეტი (ავტომატური ყოველთვიური განახლებით) 5 ლარი ღირს, ხოლო ერთწლიანი - 30 ლარი.

3 თვის შემდეგ მიიღებთ ნოტიფიკაცია-შეხსენებას, რომ უახლოეს დღეებში ჩამოგეჭრებათ თანხა (თქვენს მიერ შერჩეული პაკეტის შესაბამისად). თქვენი სურვილის მიხედვით, პაკეტი ავტომატურად გააქტიურდება თანხის ჩამოჭრის შემდეგ ან შეგეძლებათ უარი თქვათ ხელმომწერობაზე.

3 თვიანი საცდელი უფასო ვერსიით სარგებლობა მხოლოდ ერთხელ იქნება შესაძლებელი.

„ინტერპრესნიუსის“ ვებგვერდი ყველა მომხმარებლისთვის ისევ ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს