გერმანიის ელჩი - არსებობს შესაძლებლობა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები დეკემბრის ბოლოს გაიხსნას, მაგრამ ამისთვის საჭიროა ცხრა ნაბიჯზე პროგრესის მიღწევა

არსებობს შესაძლებლობა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები დეკემბრის ბოლოს გაიხსნას, ევროპამ მიიღოს გადაწყვეტილება მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. მაგრამ ამისთვის საჭიროა ცხრა ნაბიჯზე პროგრესის მიღწევა, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, წელს დაგეგმილია არჩევნები ევროპარლამენტში, ასევე საქართველოში, ამიტომ მნიშვნელოვანია სწრაფი მოქმედება და ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით სწრაფი წინსვლა.

„წელს კალენდარი მოკლეა, რადგან ზაფხულში ევროპარლამენტის არჩევნები გვექნება, ახალი კომისიის შექმნა, საქართველოში არჩევნები. ამიტომ მნიშვნელოვანია ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით სწრაფი წინსვლა. ვიმედოვნებთ, კარგი პარტნიორები ვიქნებით საქართველოს მთავრობისთვის, რომ სწრაფად ვიმოქმედოთ, რადგან ჩვენ ერთი და იგივე მიზანი გვაქვს“, - აღნიშნა ელჩმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ