პეტერ ფიშერი - პოლარიზაციის პრობლემა და გამოწვევა ბევრ ქვეყანაშია, მათ შორის გერმანიაშიც, მაგრამ მას დემოკრატიული ცხოვრებისთვის სარგებელი არ მოაქვს

პოლარიზაციის პრობლემა და გამოწვევა ბევრ ქვეყანაშია, მათ შორის გერმანიაშიც, მაგრამ მას დემოკრატიული ცხოვრებისთვის სარგებელი არ მოაქვს, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

„დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვადასხვა ჯგუფებმა უნდა გამონახონ გზა ერთად მუშაობისთვის, ერთმანეთის მიმართ პატივისცემისთვის და ერთმანეთის არჩევანის მიღებისთვის. ეს არ არის ყველაფერი ან არაფერი“, - აღნიშნა გერმანელმა დიპლომატმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია შეძლებენ, ერთად იმუშაონ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 9 ნაბიჯზე, რომლის შესრულებაც აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში შემდგომ ეტაპზე - გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე გადავიდეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს