შალვა პაპუაშვილი ანა ნაცვლიშვილს - თქვენს გულსაბნევზე ჯერ უნდა იყოს საქართველოს დროშა, შემდეგ ევროკავშირის, იქნებ, თქვენს პარტიაში ასეთი გულსაბნევები დაამზადოთ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენენ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, „ლელოს“ დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს ევროკავშირისა და საქართველოს დროშის გამოსახულებიან გულსაბნევზე მიუთითა და უთხრა, რომ სტანდარტით, მისგან მარჯვნივ საქართველოს დროშა უნდა იყოს და შემდეგ სხვა ნებისმიერი.

აღსანიშნავია, რომ ნაცვლიშვილის გულსაბნევზე დროშები ამის საპირისპიროდ იყო გამოსახული და ამიტომ, პაპუაშვილმა მას ურჩია, პარტიაში სხვა სახის გულსაბნევი დაამზადებინონ.

შალვა პაპუაშვილის აღნიშნულ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ტაში მოჰყვა.

„ქალბატონო ანა, შეგატყვეთ, რომ გულსაბნევი გაქვთ ევროკავშირის და საქართველოს დროშით. მესმის, როგორ ჩანს, გაჩუქეს ეს გულსაბნევი, თუმცა, მგონი, თქვენს პარტიას არ გაუჭირდება დაამზადოს სხვა სახის გულსაბნევი, ვინაიდან, თქვენ ხართ საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო დროშის გამოსახვის სტანდარტი გულისხმობს, რომ ჯერ უნდა იყოს საქართველოს დროშა და შემდეგ ნებისმიერი სხვა დროშა. ამიტომ, თქვენს გულსაბნევზე თქვენგან მარჯვნივ უნდა იყოს ჯერ საქართველოს დროშა, შემდეგ ევროკავშირის. იქნებ, თქვენს პარტიაში შეძლოთ და ასეთი სახის გულსაბნევები დაამზადოთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება